თეგებით ძიება

"იქნება პარტია - "М" (ემ) და პარტია- "Ж"(ჟო)... ნუ, ამორძალების პარტიას თუ შექმნიან, მარჯვენა ძუძუებს დეიდღლიზავენ და კაცებს გაწყვეტენ..." - ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რას შობი, რას შობი, რას შობი?!... ბიჭო, ამბროსი, რას შობი?!....
პარტიის შიგნით ქალთა პარტია რომ შეიქმნება, იმ ძველ პარტიაში ქალები აღარ დარჩებიან?... ანუ, იქნება პარტია - "М" (ემ) და პარტია- "Ж"(ჟო).

ისე, პოლიტიკურად, ჩემთვის, მიუღებელია პარტიის შქმნა სქესის, რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის და ა.შ. მიხედვით!
პარტია იდეოლოგიის, მსოფმხედველობის, სოციალური, პოლიტიკური-ეკონომიკური, ნაციონალურ-კულტურული იდეალებისა და ინტერესების მიხედვით უნდა იქმნებოდეს და ხელისუფლებაში მოსვლას ისახავდეს მიზნად.
ნუუუუ.... ახლა, ამორძალების პარტიას თუ შექმნიან, მარჯვენა ძუძუეწბს დეიდღლიზავენ, და კაცებს გაწყვეტენ, მერე კი, ვნების კვირძალზე, მონადირეებთან დაიწყებენ სირბილს....
მოკლედ, არ ვიცი, არ ვიცი...
ხუმრობა იქით იყოს და... ერთი კარგი პარტია-კაცი ვარ და ქუდი მხურავს!...- კი არის შესაქმნელი სასწრაფოდ...", - წერს ხათუნა ხოფერია.

დღეს გახდა ცნობილი, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ქალთა ორგანიზაცია ფუძნდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა