კორონავირუსით საქართველოში კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 21 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 22 517 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 458 093-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 270 759 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 577 პაციენტი ემსხვერპლა.