თეგებით ძიება

მაღალი ფასები მედიკამენტებზე აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, ამაზე ჩვენ რეაგირებაც გვქონდა და გამოსავალიც ვიპოვეთ - ირაკლი ღარიბაშვილი

კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, არის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია და წამლების ფასები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა.

"მე ვიცი, რომ ფარმაცევტული კომპანიები, იმპორტიორები უკვე მუშაობენ აქტიურად, რომ შემოიტანონ ხარისხიანი, იაფი მედიკამენტები თურქეთიდან და ჩემი ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება მედიკამენტების აფთიაქებში შეტანა. ესეც შვება იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ რეალურად, ეს ხარჯები დიდ ტვირთად აწევს ჩვენს მოსახლეობას, მაღალი ფასები მედიკამენტებზე აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, ამაზე ჩვენ რეაგირებაც გვქონდა და გამოსავალიც ვიპოვეთ მარტივად. დანარჩენი, რაც ბატონ ზურას აქვს დაწყებული პროცესი, რომელიც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებას, ელექტრონული რეცეპტების დანერგვას, ეს ყველაფერი პროცესშია, ძალიან მალე, მარტიდან ჩაეშვება, ჩემი ინფორმაციით და ვფიქრობ, ეს შეუწყობს ხელს კონკურენციის გაძლიერებას. იმპორტიორებს უნდა გავუხსნათ გზა. მე ვიცი, რომ ბარიერები, რომლებიც არსებობდა მანამდე, მაგალითად, 45 სამუშაო დღე სჭირდებოდა მედიკამენტის იმპორტისთვის ლიცენზიის აღებას. ეს 7 დღემდე შევამცირეთ და გვინდა, რომ ბაზარი მაქსიმალურად გავხსნათ, რომ მეტმა შემოიტანოს, მეტი კონკურენცია იყოს, ნაკლები ფასები იყოს მედიკამენტებზე და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მოქალაქეებს დაუზოგავს თანხებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა