თეგებით ძიება

ჟირინოვსკის თავის ტვინის ანთება განუვითარდა

ვლადიმერ ჟირინოვსკის თავის ტვინის ანთება განუვითარდა – ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა lenta.ru ტელეგრამის არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო არხების ცნობით, პოლიტიკოსი ოქსიგენოთერაპიაზეა, ჟანგბადი მიეწოდება მაღალი დინების ვენტილატორის გამოყენებით და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ამ ინფორმაციების საპირისპიროდ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პარალელურად РИА Новости -ის ცნობით, ჟირინოვსკის პარტია სარჩელებს ამზადებს მედიის წინააღმდეგ პარტიის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის “სპეკულაციების გამო” და “ცრუ ინფორმაციის” გავრცელებისთვის მედიასაშუალებების ნაწილთან კომუნიკაციას წყვეტს.

შეგახსენებთ, რომ კოვიდინფიცირებული ვლადიმერ ჟირინოვსკი ოთხშაბათს, 2 თებერვალს საავადმყოფოში გადაიყვანეს.


წყარო - მთავარი არხი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა