თეგებით ძიება

"ოპოზიციამ კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი საკრებულო გამოგლიჯა "ქართულ ოცნებას" - მიხეილ სააკშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ, ოპოზიციონერი წევრის არჩევას და სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციამ კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი საკრებულო გამოგლიჯა "ქართულ ოცნებას".

"ოპოზიციამ კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი საკრებულო გამოგლიჯა "ქართულ ოცნებას". მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა კონკრეტული პარტიის და მისი ხელმძღვანელის მიმართ, სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, ხშირად, არცთუ სასიამოვნო ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.

დღეს სტრატეგიული მიზნის ფორმულაა ყველა ერთის წინააღმდეგ. სხვაგვარად, ივანიშვილის დამარცხება რეალური არ არის.
წინ ბათუმი და სენაკია - უნდა გამოვგლიჯოთ ქართულ ოცნებას საკრებულოები და პირადი დამარცხება ვაგემოთ ივანიშვილს. ფორმულა კვლავ უცვლელია - ყველა, ერთის წინააღმდეგ", - წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა