კორონავირუსით საქართველოში კიდევ 51ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 51 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 18 409 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 480 841-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 289 168 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 628 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 33,7%, ბოლო 14 დღის - 32,01%, ბოლო 7 დღის - 32,19%.