თეგებით ძიება

ივანიშვილს უნდა უმადლოდნენ სააკაშვილი, უგულავა, ბოკერია და სხვები, რომ დღეს ფიზიკურად არსებობენ - ლუკა კურტანიძე

"ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ სააკაშვილი, ბოკერია, უგულავა და მისნაირები ფიზიკურად არსებობენ", - ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.

"იმხელა ავტორიტეტი ჰქონდა და აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ რაც არ უნდა უნდოდეს, ახლა სააკაშვილს, ბოკერიას, უგულავას და მისნაირებს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი რამენაირად დაწიონ, რაიმე თემით, ვერ დაიწევს. იმიტომ რომ ერთად აღებული ესენი, მის მეათასედს ვერ გააკეთებენ ამ ქვეყნისთვის. ზუსტად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ეს ადამიანები ფიზიკურად არსებობენ. იმიტომ რომ უამრავი ადამიანი, მათი ბრძანებებით, მოქმედებებით, პოლიტიკური ძალაუფლებით განადგურდა ფიზიკურად. უამრავი ოჯახი, რომელთაც ღირსება აუყარეს, სწორედ ეს ადამიანები გამოუტანდნენ განაჩენს. ზუსტად ამ ადამიანის ძალიან დიდი ავტორიტეტისა და მისი განვლილი გზის გამო, ვითმენთ ყველანი დღემდე", - განაცხადა კურტანიძემ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა