თეგებით ძიება

ღირსებაზე გვესაუბრებით ასობით ადამიანის გამაუპატიურებლები - მიხეილ ყაველაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ სამარცხვინო ლიდერი ჰყავთ.

"ზუგდიდზე იყო ლაპარაკი. ახალაიების და ქარდავების მიწულებში როგორ აუპატიურებდნენ ქართველ მამაკაცებს. მტერსაც კი არ ჩაუდენია მსგავსი რამ. ღირსებაზე გვესაუბრებიან. უმაღლესი ღირსების გამოვლინება იყო საკუთარი სამხედროებისთვის ომის დაწყება და კასეტური ბომბებით დაბომბვა; რეზოლუციის ხელმოწერა, რომელზეც დღემდე ვერ გაუციათ პასუხი; ლიდერად ერთ ადამიანს რომ ემსახურებით, უმაღლესი ღირსების გამოვლინება იყო, თავისი პოლიტიკური კოლეგა, უმაღლესი თანამდებობის პირი რომ მიატოვა და საკუთარ დაცვას გაასწრო. ასეთი მაგალითებით უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედროები და ჩვენი მომავალი თაობა და ვაჩვენოთ, როგორი ლიდერი ჰყავს ქვეყანას – როგორ გარბოდა და რა სამარცხვინოდ იქცეოდა. ან ეს შემოპარვა, ვაჟკაცობად რომ გინდათ ჩავუთვალოთ, რომ შემოვიდა, ჩაბარდა და სამშობლოსთვის იღწვისო. შემოიპარა იმ არეულობისთვის, რომელიც ვერ მოახერხა და კი არ ჩაბარდა, დააკავეს. ასეთი სამარცხვინო ლიდერი გყავთ და ღირსებაზე გვესაუბრებით ასობით ადამიანის გამაუპატიურებლები", - განაცხადა ყაველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა