"32 წლის მანძილზე მორალისგან ესეთი დაცლილი ქართული პოლიტიკა არასდროს ყოფილა" - ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინიტრის, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, 32 წლის მანძილზე მორალისგან ესეთი დაცლილი ქართული პოლიტიკა არასდროს ყოფილა.
"32 წლის მანძილზე მორალისგან ესეთი დაცლილი ქართული პოლიტიკა არასდროს ყოფილა, მაშინაც კი გრეჩიხა რომ სავაჭროდ დარბოდა აქეთ იქით და ყველასგან "ოქროს პარაშუტს" ითხოვდა.
აწი გამოყრიან პარლამენტიდან, უკან შევლენ, მერე ისევ გამოვლენ, გახარიას შეეკვრებიან თუ ბიძინას, ყველაფერს ერთი ფასი აქვს.
კი იმსახურებენ ხალხისგან წიხლს, მაგრამ "ხალხიც" რომ აღარ დარჩა ქვეყანაში", - წერს ოქრუაშვილი.