თეგებით ძიება

"თუ ვინმე შევა პარლამენტში, ამას ქვეყნის ღალატი ჰქვია, მე კი არ ვიცნობ ოპოზიციაში მოღალატეებს" - ხოშტარია

"თუ ვინმე შევა პარლამენტში, ამას ქვეყნის ღალატი ჰქვია, მე კი არ ვიცნობ ოპოზიციაში მოღალატეებს" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" ეთერში.

ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დღეს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეთა დელეგაციის განცხადებები იმის დასტურია, რომ ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი მარტო არ არის. 

ყველა პარტია ერთხმად ვსაუბრობთ ქართულ საზოგადოებასთან და ჩვენს პარტნიორებთან. არ არსებობს ეს პარლამენტი, ამიტომ აქ ეჭვის საფუძველი არ არსებობს. ხალხს ეს ნდობა უნდა გავუმყაროთ და დავარწმუნოთ, რომ ეს ასე არ იქნება.  ''ქართული ოცნების'' პროპაგანდა და ყოველთვის ეცდება რაღაცის შემოტანას. პარლამენტში შესვლაზე არსაუბარი  არ არის საკმარისი. ეს არის ყველაზე მინიმუმი, რომელიც ყველა პარტიამ თქვა. თუ ვინმე დღეს შევა პარლამენტში ამას მართლა ჰქვია ღალატი, ქვეყნის ღალატი. მე არ ვიცნობ ოპოზიციაში მოღალატეებს'',  - ამბობს  ელენე ხოშტარია


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა