კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
არჩევნების გაყალბების საქმე - კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც თევზაძე სოციალურ ქსელში წერს, მისგან აინტერესებთ, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები.
“საინტერესოა არჩევნებში რამდენად ერკვევიან“,- წერს თევზაძე.
ხვალ, 12:00-ზე დამიბარეს სასამართლოში გამოკითხვაზე. არჩევნები როგორ გაყალბდა ჩემგან აინტერესებთ, საინტერესოა არჩევნებში რამდენად ერკვევიან.
საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ექნება ადეკვატური დასასრული და გამყალბებლები მართლა დაისჯებიან!“, - წერს თევზაძე.