თეგებით ძიება
11. 11. 2024 სპორტი

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლატვია დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა წარმატებით ითამაშა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში და A ლიგაში დაწინაურების რეალური შანსი გაუჩნდა.

სალომე ხუბულურის გუნდმა ლატვიას 5:2 სძლია. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდა და შესვენების შემდეგ მეტოქეს მესამეც გაუტანა. ლატვიელებმა შემდეგ 2 გოლი გაიტანეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს.

მაგრამ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეტოქის კარი ორჯერ აიღო ანანო წიქარიძემ, რომელიც საქართველოს მხრიდან ხუთივე გოლის (11, 45+2, 55, 90+2, 90+3) ავტორია. აღსანიშნავია, რომ ანგარიში კიდევ უფრო დიდი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ 32-ე წუთზე ლიზა კაკულიამ პენალტი ვერ გამოიყენა.

საქართველოს ნაკრებმა სტარტზე მასპინძელ სლოვაკეთთან მარცხის (0:2) შემდეგ, ჯერ მონტენეგრო დაამარცხა (2:1), შემდეგ – ლატვია და ჯგუფი 6 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა, რაც ჩვენი ქალთა ფეხბურთის ისტორიაში დიდი წარმატებაა.

შედეგად, საქართველოს ნაკრები B ლიგის საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა და ამ პოზიციის შენარჩუნების შემთხვევაში, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში A ლიგაში იასპარეზებს. B ლიგაში მხოლოდ მეორე ჯგუფის მატჩები დარჩა ჩასატარებელი. შეხვედრები 13-19 ნოემბერს გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა