თეგებით ძიება

„გრეტა თუნბერგი, რომელიც მოწოდებით გამოდის ცხოველთა ფერმები აიკრძალოს, ქართველმა მწვანეებმა ვახშამზე ხინკლის საჭმელად დაპატიჟეს“ - გურამ მეგრელიშვილი

მწერალი გურამ მეგრელიშვილი შვედი აქტივისტის, გრეტა თურნბერგის თბილისში ვიზიტისა და ქართველი გარემოს დამცველების მასპინძლობის შესახებ სოციალურ ქსელში ხუმრობანარევ სტატუსს აქვეყნებს:

„გრეტა თუნბერგი, რომელიც მოწოდებით გამოდის ცხოველთა ფერმები აიკრძალოს მსოფლიოში, ქართველმა მწვანეებმა ვახშამზე ხინკლის საჭმელად დაპატიჟეს.

ეს ჰედლაინი უნდა გაიტანოს NY times-მა და წლის ყველაზე მოკლე ნოველის პრიზს აიღებს, სადაც ჩანს პროტაგონისტიც, გარემოც, ქვეყანაც, იდეაც და ხინკლის შესანიშნავი რეკლამაც იქნება. 

არადა, შეიძლებოდა მომხდარიყო კიდეც“ - წერს გურამ მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი საქართველოში 4 ნოემბერს ჩამოვიდა და იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზეც გამოჩნდა. დღეს, 11 ნოემბერს თვითონ დააანონსა აქციის მოწყობა თავისუფლების მოედანზე. გავრცელებული ინფორმაციით, თუნბერგი საქართველოში თავისი ინიციატივით ჩამოვიდა და სურს, რომ გაერთიანდეს აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ აქტივისტებთან და მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს აზერბაიჯანში COP29-ის ჩატარების პრობლემატურობას, ის ჯერ თბილისში ეხმარება აზერბაიჯანელ აქტივისტებს მცირე საპროტესტო აქციის მოწყობაში და მერე უკვე სომხეთში მიდის, იქაურ აქტივისტებთან ერთად აქციების დასაგეგმად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა