თეგებით ძიება

ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ - კობახიძე დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტაზე

ეს გადაწყვეტილებაც ამ სამი დეპუტატის მიმართ, რა თქმა უნდა, ასევე, ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს.

"თქვენ გახსოვთ რამდენად რთული და ცხელი იყო ვითარება ერთი წლის წინ და ამ ცხელი ვითარების შემოქმედთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის პირები, რომლებსაც დღეს შევუწყვიტეთ უფლებამოსილება, ესენი არიან ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი და ბადრი ჯაფარიძე. ჩვენ მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით, ამას ხაზგასმით ვამბობ, მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მათი მიზანი იყო ქვეყნის არევა, ჩვენი მიზანი იყო ქვეყნის დამშვიდება და გვიწევდა მათთან დაპირისპირება იმისათვის, რომ ქვეყანას შეენარჩუნებინა სიმშვიდე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც ამ სამი დეპუტატის მიმართ, რა თქმა უნდა, ასევე, ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას. მიზანი არის ერთადერთი", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ენმ-ს შეთავაზებას, რომ დეპუტატების ადგილები პროპორციული სიით შეივსოს, კობახიძე ამას "პოლიტიკურად არასერიოზულს უწოდებს".

"ისინი ნახევარი წლის განმავლობაში არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იყო მთელი დისკუსია ამასთან დაკავშირებით. ახლა შემოტრიალებულია ეს ყველაფერი და უკვე საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არ უნდა შეუწყდეთ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. ანუ, ადრე ვეხვეწებოდით, ასე ვთქვათ, მათ პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან", - ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 3 ოპოზიციონერ დეპუტატს: ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას შეუწყვიტა სადეპუტატო უფლებამოსილება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა