თეგებით ძიება

ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

რუსთავში, შუალედურ არჩევნებში, მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბადრი ჯაფარიძე იბრძოლებს. ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე იქნება წარდგენილი რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად შუალედურ არჩევნებში, იმისთვის, რომ დავუმტკიცოთ, რომ ძალა არის ხალხის ხელში", - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტმა 3 ოპოზიციონერ დეპუტატს: ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას შეუწყვიტა სადეპუტატო უფლებამოსილება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა