თეგებით ძიება

ის, რომ ახლა უკრაინაში სროლა არ არის იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთად ვართ - უკრაინის ელჩი საქართველოში

საქართველოში უკრაინის ელჩმა განცადება, რომ არც უკრაინამ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე იყვნენ ნატო-ს წევრები.

როგორც უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი აცხადებს, ეს ამ ქვეყნების სუვერენული არჩევანია.

"ნებისმიერ აგრესიას და მუქარას სწორედ ერთიანობით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამ სიტყვებს მოიცავს - "ძალა ერთობაშია”. ის, რომ ახლა უკრაინაში სროლა არ არის იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთად ვართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარნენ იარაღით, ასევე მორალურად და ფინანსურად. არც ჩვენ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე, რომ უნდა ვიყოთ ნატო-ში, რაც ჩვენი სუვერენული არჩევანია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ერთად და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. შეიძლება კამერების წინ ამას არ ვამბობთ, მაგრამ ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ერთმანეთისთვის,“ - განაცხადა დოლგოვმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა