თეგებით ძიება

ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსი, პრაქტიკულად, არ ექნება - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსები, პრაქტიკულად, არ ექნება, მისი კანდიდატურის წარდგენა არის პოლიტიკური მანევრი, რომ ის დარჩეს პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე.

"არჩევნები მალე ჩატარდება და დაინახავთ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი მაღალი უპირატესობით გაიმარჯვებს. რუსთავმა უკვე ნახა, თუ რას ნიშნავს, როცა ოპოზიციონერების მიერ არის მართული ანუ როცა ოპოზიციონერები ერევიან რუსთავის მართვაში, თუ რა და როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში. ჩვენ რუსთავში გვაქვს გეგმები, გვყავს პროგრესული გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში, საკრებულოში კონკურენციაა, "ქართული ოცნების" კანდიდატი არის უალტერნატივო", - განაცხადა თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა