თეგებით ძიება

გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება - ბადრი ჯაფარიძე

პარლამენტის რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

"მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ოპოზიციონერ კოლეგას, რომელმაც გამოხატა ჩემდამი მხარდაჭერა.

რამდენიმე პარტიამ უკვე დაადასტურა მხარდაჭერა, კიდევ რამდენიმე პარტია იქნება ასეთი. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო "ქართულმა ოცნებამ" მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება.

ეს არის საჯაროდ დადასტურება იმის, რაც მიმდინარეობს და რაც საჯაროდ ცნობილია მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, უბრალოდ მოხდა კიდევ ერთხელ ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ დადასტურება იმის, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება," - აცხადებს ჯაფარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა