თეგებით ძიება

გვინდა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი გუნდის სურვილია ხელის შეუწყონ პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას.

„მორიგი შეხვედრა გვქონდა დღეს ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჩვენი პარტიის ქალ წევრებთან. ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა. ჩვენ გავაცანით ჩვენი გეგმა, რომელიც უკავშირდება ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას. ეს ორგანიზაცია დაფუძნდება უახლოეს მომავალში - დაახლოებით ერთ თვეში ჩატარდება დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია და შემდეგ რეგიონული კონფერენციები. ამის შემდეგ ეს ორგანიზაცია გადავა აქტიურ ქმედებებზე. გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას, და ზოგადად - ქალთა ინტერესების რეალიზებას და ქალთა უფლებების დაცვას - ეს იქნება ორგანიზაციის მთავარი ამოცანა“, - აღნიშნა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა