თეგებით ძიება

სოფელ მერეთში ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში, გუშინ საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლა.

ოკუპირებული ქსუისისა და სოფელ მერეთის გასაყართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დამატებით მავთულხლართები გააბეს. ადგილობრივების ცნობით, ოკუპანტები ტერიტორიაზე 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს მერეთში გენადი ბესტაევს დაკრძალავენ. ის 16 თებერვალს გარდაიცვალა. ბესტაევი 2 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ჰყავდათ დატყვევებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა