თეგებით ძიება

მიუნხენის კონფერენციაზე ჩვენი ყოფნა უკრაინელი კოლეგებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო - დავით ზალკალიანი

ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა, - განაცხადა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს დასწრებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა. ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები. ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორ პრემიერმინისტრის, ისე ჩემი შეხვედრები, მიეძღვნა ამ თემატიკას", - თქვა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ზალკალიანმა გუშინ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებას შეხვდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა