თეგებით ძიება

ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი ომი უკრაინაში - შალვა პაპუაშვილი

ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი ომი უკრაინაში, ვინაიდან ეს მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების საკითხთანაც არის დაკავშირებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლემენტის ტავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

"საქართველოს პარლამენტი იყო რიგით მეორე პარლამენტი, რომელმაც მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა ამ რეზოლუციას ხმა არ მისცა, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ უკრაინელი კოლეგებისგან მოვისმინეთ მადლობა ამ რეზოლუციისთვის. ზოგადად, საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, რა მდგომარეობაში იმყოფება ახლა უკრაინა. ამიტომ, მთავარი მიზანი და რეზოლუციის შინაარსიც სწორედ ეს იყო - არის ომის არდაშვება. ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი ომი უკრაინაში, ვინაიდან ეს მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების საკითხთანაც არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუცხადებთ მკაფიო სოლიდარობას და მხარდაჭერას იმაში, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში", - აცხადებს პაპუაშვილი.

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღო, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ საკუთარი ჯარი და სამხედრო ტექნიკა განათავსა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მზადაა, კიევს დაარტყას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა