თეგებით ძიება

ეს პრობლემები არის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა - ირაკლი კობახიძე უკანონო ბორდერიზაციაზე

ეს პრობლემები არის, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა , - ასე გამოეხმაურა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში საოკუპაციო რეჟიმის მიერ გააქტიურებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

კობახიძის განმარტებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

"ეს პრობლემები არის, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. ხშირად ეს, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, მაგრამ ხელისუფლება გააგრძელებს თავის ძალისხმევას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა