თეგებით ძიება

"ზრდილობისთვის გამარჯობასაც აღარ გვეუბნებიან ისეთი ქვეშ@@ვია სი@@ბის კატეგორიაში გადავედით" - ზურა ჯაფარიძე

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას ეხმაურება.

"მაშინ როცა მთელი მსოფლიო დიდი ლუპით აკვირდება რა ხდება უკრაინაში და სახეზეა დასავლეთის უპრეცედენტო მობილიზაცია…როცა იშვიათი, ძალიან იშვიათი შანსია მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით დასავლეთს ბევრჯერ და აქტიურად შეახსენო რომ შენი ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია, და რომ ის რაც ახლა ხდება უკრაინაში, საქართველოში უკვე მოხდა ერთი-ერთში 2008 წელს.

საქართველოს დე-ფაქტო პრემიერი მონაწილეობას იღებს მიუნხენის უსაფრთხეოების საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც ესწრებიან დასავლეთის ლიდერები და ხვდება (მთავრობის ოფიციალური ფბ გვერდის მიხედვით):

– GLOBშEჩ-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს რობერტ ვასს
– ბულგარეთის პრემიერს, კირილ პეტკოვს
– „შიემენს Eნერგყ AG”-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს
– FთX ჩრყპტო Dერივატივეს Eხცჰანგე-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს
– საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს
– ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს
– ჟიგსაწ-Gოოგლე-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯარედ კოენს
მეტი არავის და ბრუნდება სამშობლოში.

ზრდილობისთვის გამარჯობასაც აღარ გვეუბნებიან ისეთი ქვე@@ჯვია სი@@ბის კატეგორიაში გადავედით”, – წერს ჯაფარიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა