თეგებით ძიება

"ესე იგი, ცუდად თუ ხარ, სამედიცინო პერსონალი ვეღარ შემოდის საკანში, ეს არის ახალი ნორმა, რომელიც დაადგინა რუსთავის ციხემ" -

7 ნოემბრის საქმე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად სააკაშვილი ესწრება.
სიტყვით გამოსვლისას მან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"ჩემს საკანში ორჯერ დავკარგე გონება და როდესაც უნდა იყოს საშუალება, რომ სამედიცინო პერსონალი შემოვიდეს, 10 დღის წინ ციხის უფროსმა, მაგას ვინ ეკითხება, მაგასაც ჰყავს თავისი უფროსები, აკრძალა ექთნის და ექიმის შემოსვლა საკანში. ესე იგი, ცუდად თუ ხარ, სამედიცინო პერსონალი ვეღარ შემოდის საკანში. ეს არის ახალი ნორმა, რომელიც დაადგინა რუსთავის ციხემ.

მეორე, ერთი კვირის წინ გადაწყდა, რომ მორიგე ექიმი აღარ არსებობს, იმ ამბულატორიაშიც კი, რომელიც იქ არის და ყველამ იცის, რომ იმ პოზიციაზე, რომელშიც მე ვარ, ყველაზე დიდი საფრთხე გონების დაკარგვის ღამის საათებშია. ექიმი ამ საათებში აღარ არის. დღეს გავიგე ახალი ამბავი, თამთა დემურიშვილი, რომელსაც ეყო სითავხედე და ნიკა გვარამიასთან ერთად გადაიღო სელფი, ბევრი პრეტენზია მქონდა ქალბატონ თამთასთნ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, როდესაც გონება დავკარგე და მან და გულიკო ქილიფთარმა {ექიმი} მოახდინეს ჩემი რეანიმაცია, იმისათვის, რომ არ მომკვდარიყავი, დაისაჯა და იხსნება პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობიდან.

ექიმებს არ უშვებენ, ჰოლანდიელი საუკეთესო ნევროლოგი მზად იყო უფასოდ ჩამოსასვლელად, რომ დაესვა დიაგნოზი და მოეცა რეკომენდაციები. ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი ფსიქონევროლოგი მზად იყო, ჩამოსულიყო და ემკურნალა. ვითხოვ, რომ დაუშვან ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმები და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები, რომლებიც შეიქმნა პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით. ამ ძალიან რთულ დროს ზელენსკიმ მონახა დრო, რომ დაევალებინა კონსილიუმის შექმნა და არც ერთ მათგანს არ აქვს დაშვება ჩემთან.

აღარ ვლაპარაკობ ნიკა ყიფშიძეზე, მსოფლიო კარდიოლოგზე, რომელმაც დაყარა თავისი საქმეები და უკვე მეხუთე თვეა ზის თბილისში ერთგულად და მასაც არ უშვებენ. ამ ხალხის დაშვებას ვითხოვ და ასევე, ვითხოვ აღდგენას 24 საათიანი ექიმის ყოფნის მე-12 დაწესებულებაში“, - განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა