თეგებით ძიება

"მიშამაც არ დააყოვნა და ისევ მაშველ რგოლად მოევლინა ოცნებას" - ნათია მეზვრიშვილი

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

".ი. ჭორაობამ ოცნების საქმე ვერ გააკეთა - საქმიან დღის წესრიგს ვერ მოგვწყვიტა.
მიშამაც არ დააყოვნა და ისევ მაშველ რგოლად მოევლინა ოცნებას.

ახლა დაეწყობიან და მათ მიერ შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად, 24 საათი ისევ მიშას შიმშილობაზე ილაპარაკებენ.
ორივე ჩვეულებრივი მავნებელია - ერთს მეორის კვება მხოლოდ საკუთარი არსებობის გასახანგრძლივებლად საჭირდება. ამ მიზნის მიღმა არც სახელმწიფოა და არც - ხალხი.

ამიტომ უნდა დავამარცხოთ ერთი და მეორის მოსვლა არ დავუშვათ ! სხვანაირად ქვეყანა წინ ვერ წავა", - წერს მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილი დაკავების შემდეგ 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, შემდეგ კი მკურნალობდა. ეს რიგით მეორე შიმშილობაა სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა