თეგებით ძიება

"დასავლეთი „სუსტია“ რუსეთთან დაპირისპირებაში" - გია ხუხაშვილი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების დოკუმენტს ხელი წუხელ მოაწერა, ამ ფატქს ეხმაურება ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი.

"ყველაფერი ქართული სცენარით განვითარდა იმ განსხვავებით, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ომის „ცხელ ფაზაში” გადაყვანის პროვოცირება, რის შედეგადაც ბლიც-კრიგით გავიდოდა მინიმუმ, დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამის რისკი არ არსებობს. ჯერ კიდევ ბუნდოვანი რჩება, რა საზღვრებში მოხდა ე.წ. „აღიარება“. შესაბამისად, რუსეთმა დაიტოვა ომის დაწყებით „შანტაჟის“ მანევრი დასავლეთთან.

რატომ იჩქარეს?

დასავლეთი განსაკუთრებით „სუსტია“ რუსეთთან დაპირისპირებაში ზამთარში ენერგო დამოკიდებულებიდან გამომდინარე. გაზაფხულზე რუსეთთან რკინის კედლის აღმართვა ბევრად უფრო ადვილი იქნება, ხოლო შემდეგი სეზონისთვის ენერგო-უსაფრთხოების სისტემის გადალაგება შესაძლებელი. ფაქტობრივად, ახლა დასავლეთი აბარებს ფუნდამენტურ გამოცდას - შეუძლია თუ არა კეთილდღეობაზე დროებით უარის თქმა თავისუფლების სახელით“, - აცხადებს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა