თეგებით ძიება

სააკაშვილს ციხეში ყოფნა არ მოსწონს – ეს არის შიმშილობის დაწყების მიზეზი - იაგო ხვიჩია

"გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ცუდ დროს დაემთხვა.

როგორც მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, მისი შიმშილობის პირველი კვირა მაინც გადაფარული იქნება რუსეთ-უკრაინის მოვლენებით.

„შიმშილობის აქტი ტარდება იმისთვის, რომ ადამიანთა ყურადღება მიიქციოს. როცა ყურადღების მისაქცევ გზაზე კონკურენტულად პუტინის საათ-ნახევრიანი გამოსვლა გაქვს და აქედან გამომდინარე მოვლენები, ეს მარტივი არ არის. მიხეილ სააკაშვილს ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ.

შიმშილობის დაწყების მიზეზი გავიგე – ციხეში ყოფნა ადამიანს არ მოსწონს, არ არის კარგი ციხეში ჯდომა, მაგრამ ვისურვებდი, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მომხდარიყო. მისი გადაყვანა დასავლეთის სანდო კლინიკებში უნდა მომხდარიყო და ამ ყველაფერს ავცდებოდით“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ უვადო შიმშილობას აცხადებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა