"ომიკრონის" ტალღის პიკი გადავლილია" - თამარ გაბუნია
თეგებით ძიება
22. 02. 2022 COVID - 19

"ომიკრონის" ტალღის პიკი გადავლილია" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ყველა პარამეტრი მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა.

"დღეს 12 000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკვე მიუთითებს იმას, რომ პიკი გადავლილია ომიკრონის ტალღის და ჩვენ მივდივართ დაღმასვლისკენ.

კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 8 ათასზე მეტი საწოლი, აქაც იკლებს პაციენტების რაოდენობა. 5 164 პაციენტი მკურნალობს დღევანდელი მდგომარეობით. 1200-ზე ოდნავ მეტი პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 289 - რეანიმაციულ განყოფილებაში. თავისუფალია საწოლების 36%-მდე", - აღნიშნა გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა