თეგებით ძიება

"ენმ-ს ლიდერები მიშას შიმშილობას არ იმჩნევენ” - ელისო კილაძე

ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ნაციონალურ მოძრაობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

"სულზე მოუსწრო უკრაინის კრიზისმა ენმ-ს ლიდერშიპს. მესამე პრეზიდენტის უვადო შიმშილობის მეორე დღეს ერთიანი მესიჯბოქსი აქვთ, ყველა უკრაინაზე წერს. თანამოაზრეები ეკითხებიან, მიშას დახსნას როგორ აპირებთო და არ იმჩნევენ!.. ენმ სამოქმედო გეგმას როდის აცხადებს?! მესამე პრეზიდენტმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა, მასთან ექვსი საათის მერე ციხის ექიმებსაც არ უშვებენ და პარტიის ლიდერშიპი უკრაინის ტერიტორიების აღიარებას განიხილავს”, - წერს ჟურნალისტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა