თეგებით ძიება

არა მარტო საქართველო ან უკრაინაა საფრთხის ქვეშ, არამედ მთელი ევროპის მომავალი და უსაფრთხოება - სალომე ზურაბიშვილი

მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს, რომ არა მარტო საქართველო ან უკრაინაა საფრთხის ქვეშ, არამედ მთელი ევროპის მომავალი და უსაფრთხოება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"დეკლარაცია იმისა, რაც გუშინ პუტინმა განაცხადა ტელევიზიით, ყველასთვის იყო შემაშფოთებელი, მე გიზიარებთ ჩემს მოსაზრებას. არა მარტო საქართველო, არამედ მთელი ევროპა ასე გრძნობს. მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს, რომ არა მარტო საქართველო ან უკრაინაა საფრთხის ქვეშ, არამედ მთელი ევროპის მომავალი და უსაფრთხოება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიოკების დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.

formulanews.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა