თეგებით ძიება
23. 02. 2022 COVID - 19

4 305 თბილისი, 1 662 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 40 504 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 575 999.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.89% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.73%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 223 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 429 763.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 981 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 4 305

⭕ აჭარა - 523

⭕ იმერეთი - 1 662

⭕ ქვემო ქართლი - 541

⭕ შიდა ქართლი - 638

⭕ გურია - 424

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 779

⭕ კახეთი - 842

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 218

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 208

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 90

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 130 229 საიდანაც: 5 252 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 223, აჭარაში - 597, იმერეთში - 964.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 156 პირი, მათ შორის, თბილისში - 463, აჭარაში - 137, იმერეთში - 337. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 33, იმერეთში - 28.

835 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 572 - თბილისში, 136 - აჭარაში.
124 142 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა