თეგებით ძიება

"საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ვუმასპინძლოთ 100 უკრაინელ ბავშვს" – მამუკა ხაზარაძე

“ლელოს საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ მზადაა საქართველოში უმასპინძლოს 100 უკრაინელ ბავშვს.

“ყველას გვახსოვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ, ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ შესაძლებლობის ფარგლებში მათ მხარდასაჭერად.

დღეს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მზადყოფნას გამოვთქვამ საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ვუმასპინძლოთ 100 უკრაინელ ბავშვს. ეს იქნება ლელოს მოკრძალებული წვლილი ჩვენი უკრაინელი ძმების მხარდასაჭერად.” – წერს მამუკა ხაზარაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა