თეგებით ძიება

მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

ოკუპანტების მიერ გატაცებული ყოფილი ჯარისკაცი ისევ ტყვეობაში რჩება. დე-ფატქო რეჟიმმა ე.წ. სასმართლო პროცესი უვადოდ გადადო.

საოკუპაციო რეჟიმს ყოფილი ჯარისკაცი უკვე სამი თვეა ცხინვალის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ყავს გამოკეტილი.

"ხელისუფლება გვყავს?! მამუკას თავი რომ დავანებოთ, უკრაინას არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა, ქვეყანას, რომელიც ყველა ომში ჩვენ გვერდით იდგა. ჩვენი ბიჭები იქ იხოცებიან და საქართველოს ხელისუფლება კი უმოქმედოა. სოლიდარობა მაინც რომ გამოუცხადონ.

მამუკას რაც შეეხება, ჩვენ ისევ ევროპას ან წითელ ჯვარს თუ შევეხვეწებით, აბა ამათ რუსეთის ეშინიათ"- აცხადებენ მამუკა ჩხიკვაძის ოჯახის წევრები.

მამუკა ჩხიკვაძის გარდა ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე რჩება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა