თეგებით ძიება

არ დავუშვებთ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ სპორტსმენებს - მიხეილ ყაველაშვილი

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, რუსეთის ნაკრების წევრების შეურაცხყოფის გარდა, განიხილება სასტუმროში ან მოედანზე შევარდნის ვერსიებიც.

"იგეგმება პროვოკაცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის მიერ - ასეთი ინფორმაცია მოვიდა, ეს არის სრულიად სამარცხვინო ფაქტი. ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს ემოცია სტადიონზე და უგულშემატკივროს საკუთარ ნაკრებს, მაგრამ არაფრის დიდებით არ დავუშვებთ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ სპორტსმენებს ან რაიმე სახის პროვოკაცია მოაწყონ და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ ჩვენი რაგბისტები," - აცხადებს ყაველაშვილი.

შეგახსენებთ, რაგბიში ევროპის ჩემპიონატის მატჩი 27 თებერვალს დინამოს სტადიონზე გაიმართება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველო-რუსეთს შორის რაგბის მატჩის დროს, გარკვეული ოპოზიციური ჯგუფების და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან იგეგმება პროვოკაცია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა