თეგებით ძიება

"მიხეილ სააკაშვილი პირადად პუტინის ტყვეა" - ლევან ხაბეიშვილი

"ენმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციის, პირადად ვლადიმერ პუტინის პირადი ტყვეა. მსოფლიოში თუ ვინმე მოიძებნება პოლიტიკოსებისგან, ლიდერებისგან, ვისაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნა უხარია, არის რუსეთი და ვლადიმერ პუტინი"- თქვა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, თუ პუტინის პოზიციები შესუსტდდება, "ქართულ ოცნებას" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკან დახევა მოუწევს.

"პუტინის პოზიციების შესუსტებასთან ერთად, დასუსტდდება საქართველოს ხელისუფლებაც და მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხდვევაში, ისინი კვლავ გააგრძელებენ პრეზიოდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანუი მობყრობას და წამებას"- დასძინა მან.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილი რუსთავის ციხეში, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდება. მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა სამი დღის წინ გამოაცხადა. დაკავებულის ადვოკატები მის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გაყვანას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა