თეგებით ძიება

"ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ ხარკოვი აიღონ" - ქართველი სამხედრო უკრაინიდან

უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში მებრძოლი ქართველი სამხედრო, ვანო ნადირაძე “მთავართან” საუბარში ამბობს, რომ გამორიცხული არაა, რუსეთმა შეტევა კიდევ რამდენიმე ქალაქის მიმართულებით დაიწყოს.

“ჩვენ საზღვარს საკმაოდ ძლიერი ბრიგადები იცავს, ასე რომ, მე არარეალისტურად მეჩვენება ხარკოვი აიღონ, მიუხედავად იმისა, რომ ხარკოვის მოსახლეობა, ნუ დავმალავთ, 30% თუ მეტი არა, პრორუსულია, ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ ხარკოვი აიღონ.

რაც შეეხება მარიუპოლს, მართლა აქვს საშიშროება, ჯერ ერთი, 80 კმ აშორებს რუსეთის სახმელეთო საზღვარს, მეორეც, ამ წუთას ბრძოლები მიდის მარიუპოლიდან 3-4 კმ-ში დასახლებულ სოფლებში, ყველაზე მთავარი საშიშროება არის აზოვის ზღვიდან.

მაგათ გეგმებში, ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია, შედის ჯერ მარიუპოლი, ბერდიასკის დარტყმა და შესვლა მელიტოპოლთან, რათა მოწყვიტონ ხერსონი დანარჩენ უკრაინას”, – ამბობს ვანო ნადირაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა