თეგებით ძიება

ცენტრალური საკითხი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა - ენმ 5 მარტს, 17:00 საათზე საპროტესტო აქციას აანონსებს

"ნაციონალური მოძრაობა" 5 მარტს, 17:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციას გამართავს.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის ცენტრალური საკითხი მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის გადარჩენაა, ამისთვის ერთადერთი გზა მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ, საზღვარგარეთ გადაყვანაა.

"ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქტივობები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და შემდეგ, 5 მარტს, 5 საათზე, ყველას ვინც თვლის, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს, გელოდებით რუსთაველის გამზირზე", - ამბობს ნიკა მელია.

ცნობისთვის, 21 თებერვალს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილი დაკავების შემდეგ 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, შემდეგ კი მკურნალობდა. ეს რიგით მეორე შიმშილობაა სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ. ექიმებსა და კონსილიუმის წევრებს, მასთან შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა