თეგებით ძიება

"მინდა გამოვუცხადო ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის პრეზიდენტს" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინელ ხალხს სრული სოლიდარობა გამოუცხადა.

"ეროვნული თანხმობის სესია, რომელიც უნდა ჩატარებულიყო აქ, გავაუქმე, რადგან დღეს ეროვნული თანხმობის საკითხი ეხება არის უკრაინა და ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ტრაგიკული დღეა უკრაინისთვის დღევანდელი დღე, მიუხედავად იმისა რომ ბოლომდე მშვიდობის შენარჩუნების ყველაფერი იღონა უკრაინამ, მაინც ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია.

დღეს როცა ის ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდზე დგას. ეს დღე, ასევე, ტრაგიკულია საქართველოსთვის და მშვიდობის მოყვარე, დემოკრატიული ერებისთვის ევროპასა და მსოფლიოში, რადგან ომი ევროპის გულში გაჩაღდა გული ყველანაირი დიალოგის მიუხედავად.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტი რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. პატივი მინდა მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, რომლებიც შეეწირნენ დღეს თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას.

მინდა შევუერთდე გაეროს გენმდივნის და ყველა სხვა ლიდერების ომის შეწყვეტისკენ მოწოდებას. მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას და ოპოზიციას, ასევე მთავრობას, დღეს როგორც არასოდეს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია“, - აცხადებს პრეზიდენტი.

ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის მზად არის რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე თხოვნას ხელი მოაწეროს.

„საჭიროდ მიმაჩნია ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული საბჭოს ფორმატში, გამოვხატოთ, რომ ყველა ერთად ვდგავართ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს.

ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრიდან მზად ვარ, რომ წარმოვადგინო საქართველო როგორც კონსტიტუცია მაძლევს უფლებას, ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რადგან უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხია და საჭიროა, რომ საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც“, - დასძინა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა