თეგებით ძიება

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ შეთანხმების გაფორმებას 2022 წელს გეგმავენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის ფარგლებში, არაღიარებულ რესპუბლიკას სხვა საკითხების მოგვარებაც მოუწევს, როგორიცაა: ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საბაჟო კოდექსი, სხვადასხვა პროექტი ჯანდაცვის სფეროში, პროექტი საინვესტიციო საქმიანობის სფეროში და სხვა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა 2020 წელს დამტკიცდა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და მათი ოკუპაცია განახორციელა. კრემლი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა