თეგებით ძიება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები ყაზარმულ რეჟიმში გადავიდნენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის თავდაცვის სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი ყაზარმულ რეჟიმშია გადაყვანილი. ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეთია" ავრცელებს.

აღნიშულის შესახებ მითითება დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე მისცა.

"ორგანიზებულია სრული ურთიერთქმედება რუსულ სამხედრო ბაზასთან. ამოცანები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით მოვა, ასევე შეეხება რესპუბლიკის თავდაცვის უწყებას", - აცხადებენ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და მათი ოკუპაცია განახორციელა. კრემლი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

დღეს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ ეტაპზე უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ოკუპანტები უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა