თეგებით ძიება

იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს - ჰუბერტ ქნირში

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის თქმით, დასავლეთის ქვეყნებს რუსეთთან მიმართებაში ერთნაირი პოზიცია აქვთ.

„ევროკავშირის ლიდერები დღეს შეხვედრას გამართავენ, რათა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესონ. ეს იქნება სანქციები ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებში. მე არ ვფიქრობ, რომ დღეს დიპლომატიამ კრახი განიცადა. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უგულებელყო დიპლომატია და საერთაშორისო წესრიგი, არ ნიშნავს რომ ეს ყველაფერი არასწორია. მჯერა, რომ საბოლოოდ ეს პრინციპები გაიმარჯვებენ“, - განაცხადა მან

ჟურნალისტების შეკითხვაზე არის თუ არა სანქციები რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი, გერმანიის ელჩმა განაცხადა:

„ეს იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს. ეს არის ძალიან ძლიერი სანქციები. ჩვენ ვიცით, რომ გერმანული ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. ამასთან გერმანიამ შეაჩერა Nord Stream 2-ის მილსადენი. ეს არის სანქციები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკაზე უკვე გავლენას ახდენენ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ როგორ შეიცვალა რუსეთის საფონდო ბირჟები. სამწუხაროდ, ეს იქნება ძალიან მტკივნეული რუსეთში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის“, - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა