თეგებით ძიება

შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა, კიდევ არის - პატრიარქი რუსეთ-უკრაინის ომზე

საქართველოს პატრიარქი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ეხმაურება. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, განვითარებული მოვლენები სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისთვის ჯერ კიდევ არსებობს.

"საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომაც გულისტკივილით ვადევნებდით თვალს უკრაინასთან მიმართებაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. ავღნიშნავთ, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა, კიდევ არის. ეს არის შესაძლებლობა საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებისაც.

შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მომადლოს უკრაინის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს.

ღმერთი მშვიდობისა იყოს ყოველთა თანა, ამინ!", - ნათქვამია განცხადებაში.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა