თეგებით ძიება

"ვშიშობ და ვნერვიულობ ჩემს უსაყვარლეს მეგობრებზე, კიეველებზე, ოდესელებზე, ლვოველებზე, ხარკოველებზე" - თეონა კონტრიძე

რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალ, თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"მორჩა, ხუმრობები დამთავრდა… უკრაინასთან ომი დაიწყო. ჩვენ არავინ მოგვისმენდა, ნუ, არც უკითხავთ. დილის 7 საათიდან ვტირი. ჩემი გონება პარალიზებულია. ვშიშობ და ვნერვიულობ ჩემს უსაყვარლეს მეგობრებზე, კიეველებზე, ოდესელებზე, ლვოველებზე, ხარკოველებზე, ივანო-ფრანკოვსკელებზე, ჩერნოვცელებზე, ზაპაროჟიელებზე, პლტაველებზე..

მე ისინი ძალიან ბევრი მყავს და მე მათ ვაღმერთებ და ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს ისინი მტრებად აღვიქვა. თქვენ ხართ ჩემი მეგობრები – იყავით, ხართ და იქნებით! არ მაქვს ძალა ვთქვა ქართული სადღეგრძელო. ისევ შევბრუნდები ნიკოლაი სასწაულმოქმედის ხატისკენ და შევთხოვ, რომ შეწყდეს ძმათამკვლელი ომი. ვიჯდები მოსკოვის ავტობუსის გაჩერებაზე და დაველოდები, როდის დასრულდება ეს საშინელება!“, – წერს კონტრიძე Instagram-ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა