თეგებით ძიება

თბილისში, უკრაინის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, უკრაინის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო აქტივისრები და რიგითი მოქალაქეები.

ისინი გმობენ უკრაინაში რუსულ აგრესიას და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას.

დღეს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ ეტაპზე უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ოკუპანტები უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობენ. სამხედრო აგრესიის შედეგად, არიან დაღუპულები და დაშავებულები როგორც სამოქალაქო პირებში, ასევე სამხედრომოსამსახურეთა რიგებში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა