თეგებით ძიება

"ნატოს კარს რომ არ ეჭრიალა და დროზე გაღებულიყო, დღეს ეს კოშმარული რეალობა არ დადგებოდა" - ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, პიარ ტექნოლოგი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს:

"„ისტორიულად მოძმე ერები: უკრაინა, ბელორუსია და რუსეთი კარგად დაგეგმილ პროვოკაციაში ჩაებნენ
ყველა ღირსეული რუსი დღეს ქუჩაშია გამოსული და აპროტესტებს სისხლისღვრას!
ყველაზე დიდი ზიანი პუტინმა საკუთარ თანამემამულეებს მიაყენა
ნატოს კარს რომ არ ეჭრიალა და დროზე გაღებულიყო, დღეს ეს კოშმარული რეალობა არ დადგებოდა
ილჰამ ალიევმა აღმოსავლური სიბრძნე გამოიჩინა და მშვიდობა “დაიბევა”
ჩვენ გვმართებს თანმიმდევრული და ზომიერი ნაბიჯების გადადგმა, არა შიშველი უკანალებით, პროვოკატორი იპოზიციასავით, არამედ საღი აზრით და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივაზე ფიქრით
თუ საღამომდე ნატომ არაფერი მოიმოქმედა, მიგვიწევს ტვინის ორმაგად დაძაბვა..
სამარცხვინო და უსუსური იყო სანქციები,
შანელის სახლს დავუხურავთ დუმის ოჯახის წევრებს და კომპებს არ გავუგზავნითო…
…და მაინც, როგორ გაწირეს ეს ლამაზი
ქვეყანა …“ – წერს მოროშკინა.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა