თეგებით ძიება

"თითქოს სადღაც ხარ მაგრამ რეალურად არსად არ ხარ, რადგან შენი სახლის კარი შენთვის აღარ არის ღია!" - ნათია თოდუას ემოციური პოსტი

მომღერალი, ნათია თოდუა სოციალურ ქსელში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„მე ვარ ნათია თოდუა 25 წლის ჯერ ისევ დევნილი აფხაზეთიდან… ჩემთვის ალბათ ყველაზე გაურკვეველი შეგრძნება და შინაგანი ქაოსია ამ სტატუსით ცხოვრება.

თითქოს სადღაც ხარ მაგრამ რეალურად არსად არ ხარ, რადგან შენი სახლის კარი შენთვის აღარ არის ღია!

დღეს ისევ დაიწყო ნადირობა. მის “უდიდებულესობას” მოუნდა უფრო მეტი, კიდევ მეტი და საერთოდ უსასრულობა რა ვერ გავიგეთ ?!

ეს არის არა რუსების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ “პუტინის ომი” და ის ამ ომს წააგებს!

#არადევნილობას #არაომს

ძალა სიყვარულშია“, - წერს ნათია თოდუა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა