თეგებით ძიება

"ქართული ოცნება უკრაინას მხარს არ უჭერს, მთავრობა გვყავს პრორუსი" - ელენე ხოშტარია

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"ქართული ოცნება უკრაინას მხარს არ უჭერს, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და სისულელეა მოლოდინი, რომ რამეს მიუერთდებიან და მოუერთდებიან. თან იტყუებიან, რომ ამით ომს გვარიდებენ. რეალურად, რა წამს რუსეთს მოუნდება და დაჭირდება, მაშინ შემოვა და არც წინააღმდეგობას გაუწევენ ესენი. მეტიც, რუსეთმა სუვერენიტეტი რომ მოგვთხოვოს დამატებით, იმასაც მისცემენ.

მთავრობა გვყავს პრორუსი, წერტილი.

1. უნდა შევცვალოთ. ვაიძულოთ რეზოლუცია და ვაიძულოთ რამე არის ილუზია. ამიტომ მგონია ეს საპარლამენტო პროცესი ფიქცია.

2. სანამ შევცვლით ინიციატივა ავიღოთ უკრაინის საკითხში და ჩვენ ვიაქტიუროთ. უცხოელებთან, პროპაგანდის წინააღმდეგ, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, სოლიდარობის ჩვენებისთვის“ – წერს ხოშტარია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა