თეგებით ძიება

"არა უშავს ირაკლი, როდესაც ომი მორჩება, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე" - რადას დეპუტატი ღარიბაშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც ურაინაში ჩასვლასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა, უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში ეხმიანება.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ? პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები მის ქვეყანას სერიოზულ ზიანს მოუტანს. პარლამენტიც კი არ იკრიბება ამის განსახილველად. ყველაზე მეტად კი უბრალო შეკითხვაზე გაცემულმა პასუხმა გამაოცა. აპირებდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი კიევში სოლიდარობის ნიშნად ჩამოსვლას? პრემიერმა უპასუხა რომ უკრაინის ცა დაკეტილია.

არა უშავს ირაკლი. როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე, სამხედროს ნაცვლად, სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე.

ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ ეს? დაგავიწყდათ, როგორ ჩაფრინდა უკრაინის პრეზიდენტი თბილისში, როცა 2008 წელს რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ? მოითმენთ თუ სახალხოდ აუხსნით ღარიბაშვილს რა უნდა გააკეთოს?, - წერს გონჩარენკო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა