თეგებით ძიება

"მრცხვენია იმის გამო, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია" - ელისო კილაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც ურაინაში ჩასვლასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა, ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.


"მრცხვენია‼️

იმის გამო რომ იმ ქვეყნიდან მე რომ მიყვარს და 30 წელია თავს ვაკლავ,ნანგრევები დარჩა ‼️

მრცხვენია იმის გამო რომ ჩემი ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია,რომელიც დღეს სანქციებს არ შეუერთდა და რუსები გაახარა ‼️

მრცხვენია იმის გამო რომ დღეს პარლამენტის კარი ჩაიკეტა და სოლიდარობის გამოხატვა ვერ გაბედა დეპუტაციამ ‼️

მრცხვენია იმის გამო რომ ოპოზიციამ პარლამენტის კარი არ შეანგრია‼️

მრცხვენია იმის გამო რომ ოპოზიცია სკამებს ებღაუჭება და ასეთ პარლამენტს არ ტოვებს ‼️

ჰოდა,იცოდეთ -ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ორივე მხარე ერთად ჩაგრეცხოთ ‼️

მერე მშვიდი სინდისით წავალ პენსიაზე !

#დიდებაუკრაინას‼️", - წერს ჟურნალისტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა